ცხოველთა უფლებები

ზამბიის მთავრობა ჭარბი რაოდენობის შესამცირებლად 2000 ჰიპოპოტამის მოკვლას გეგმავს

აფრიკაში, ზამბიაში, 2 ათასი ჰიპოპოტამის მოკვლას გეგმავენ. ამის შესახებ Reuters წერს.

ზამბიის ხელისუფლებამ განაახლა გეგმა, რომელიც ორი წლის წინ ცხოველთა დამცველთა მასობრივი პროტესტის გამო შეაჩერეს. გეგმის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2 000 ჰიპოპოტამი უნდა მოკლან. 

ზამბიის ტურიზმის მინისტრის ჩარლზ ბენდას თქმით, ამის მიზეზი, ცხოველის პოპულაციის ზრდაა, რომელიც ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.

მთავრობაში ამბობენ, რომ ჰიპოპოტამების სხვა ადგილზე გადაყვანა ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომაც გადაწყვიტეს, ძველი გეგმა განახორციელონ. 

"სამხრეთ ლუანგვრას ნაციონალურ პარკში 13000 ჰიპოპოტამი ბინადრობს. რაც ძალინ ბევრია, და მხოლოდ 5 000 შეუძლია იქ იცხოვროს. მათი სხვა ადგილას გადაყვანა ძალიან ძვირია, ამიტომ ცხოველების გადარჩევა მოხდება"- ამბობს ჩარლზ ბენდა

ბრიტანულმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ Born Freem-მ 2016 წელს ჰიპოპოტამის დასაცავად მასშტაბური კამპანია დაიწყო და ცხოველის მასობრივი მოკვლა შეაჩერა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ზამბიის მთავრობის გეგმის განახლებას უკვე გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ზამბიამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ჰიპოპოტამის რაოდენობის ზრდა ეკოსისტემას აზიანებს. 

კომენტარები