საკვების ფალსიფიკაცია

ძეხვი, სოსისი, შებოლილი თევზი - ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/ გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა და 21 პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით,  წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. "მსგავსი ქმედებით მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლის ინტერესი." - წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები