ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

შეთანხმება შედგა - ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს ჩიხლაძეს, ტრაპაიძეს და კვესიტაძეს მისცემს

Ipress.ge

“ქართული ოცნების” პრესსამსახური ტელევიზიების შეთავაზებას დათანხმდა - ბიძინა ივანიშვილს დღვანდელ ინტერვიუზე დიანა ტრაპაიძე, ეკა კვესიტაძე და ირაკლი ჩიხლაძე დაუსვამენ კითხვებს.

თავდაპირველად, ქართული ოცნების პრესსამსახურმა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე სამშაბათის მთავარი პოლიტიკური ტოქ შოუების წამყვანები - ინგა გრიგოლია (TV პირველი, რეაქცია), გიორგი გაბუნია (რუსთავი 2, არჩევანი) და ირაკლი ჩიხლაძე (იმედი, პირისპირ) მიიწვია. 

თუმცა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ დაგეგმილი გადაცემის გამო, ვერ ახერხებდა შეხვედრაზე მისვლას. მის ნაცვლად, TV პირველმა დიანა ტრაპაიძე შეარჩია. ასევე, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "არჩევანის" გამო, ინტერვიუს ვერც გიორგი გაბუნია დაესწრებოდა. მის ნაცვლად, რუსთავი 2-მა ბიძინა ივანიშვილს ეკა კვესიტაძის კანდიდატურა შესთავაზა.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ დღეს, 22:00 საათზე გაიმართება.

"ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერესებულ მედიას მიაწვდის" - აცხადებს ქართული ოცნება და აღნიშნავს, რომ მათ "სამი ყველაზე რეიტინგული არხი" შეარჩიეს.

კომენტარები