კავკასიის დაყადაღება

ჯანგირაშვილი: გრაფიკი გაფორმებულია, ტელეკომპანია კავკასიას ყადაღა მოეხსნება

0 კომენტარი

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიას დავალიანებასთან დაკავშირებით გრაფიკი გაუფორმეს და ყადაღაც მოეხსნება. 

"დამირეკეს ამ წუთას და მითხრეს რომ გრაფიკი გაფორმებულია. ანუ ყადაღაც მოიხსნება" - წერს ტელეკომპანიის დირექტორი.

ჯანგირაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ტელევიზია დავალიანების გამო საშემოსავლო სამსახურმა დააყადაღა. 

"რახან უზარმაზარი ბიზნესიმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ. კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინი სისხლიანი რეჟიმისგან რომ გაგვათავისუფლეთ." - წერდა ჯანგირაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები