ჯანმრთელობა

გოგო, რომელსაც 11 წლის ასაკში ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, 20 წლის შემდეგ მოდელი გახდა

0 კომენტარი

ტესა სნაიდერს 11 წლის ასაკში ძვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, თუმცა 31 წლის ასაკში ის მოდელი გახდა.

"თავდაპირველას ტკივილები 2000 წელს დამეწყო. ყოველ დღე ტკივილი იმატებდა, ერთ დილას ტირილით გავიღვიძე და მივხვდი, რომ საწოლიდან ფეხის აწევა ძალიან მიჭირდა. ექიმთან წავედი და მარჯვენა ფეხზე ბიოფსია გავიკეთე. 10 დღის შემდეგ პასუხები მოვიდა და 11 წლის ასაკში ძვლის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს", - თქვა ტესა სნაიდერმა.

ტესა სნაიდერმა ქიმიოთერაპიის გაკეთება დაიწყო, თუმცა მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა მაინც უარესდებოდა. 2 თვიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ გოგომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაეკეთებინა.

"2001 წელი სრულიად ახალი წელი იყო ჩემთვის. გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი უფრო ძლიერი და დავიწყე სწავლა, როგორ მეარე კარგად ჩემი პროთეზით", - თქვა ტესა სნაიდერმა.

30 წლის ასაკში ტესა სნაიდერმა გადაწყვიტა, რომ მოდელი გამხდარიყო.

"30 წლის ასაკში თავს ისე ლამაზად და სექსუალურად ვგრძნობ, როგორც არასდროს. სიმსივნე ძალიან ცუდია და მხოლოდ ერთი ფეხი ალბათ არ არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ მე მომეცა მეორე შანსი ცხოვრებაში', - თქვა ტესა სნაიდერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები