ლარის კურსი

გვენეტაძე: შეუძლებელია გარკვევა, რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია იმის გარკვევა, რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. 

გვენეტაძე ამბობს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ახლა ინფლაციაა, რომელიც ახლა დაგეგმილ მაჩვენებელზე, 2,7%-ზე დაბალია. 

"საქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა, რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს.

ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია და აი ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს, ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ", - თქვა კობა გვენეტაძემ. 

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში დღეს 2.70 ლარია. ის ბოლო რამდენიმე დღეა, მკვეთრად უფასურდება. 

რამდენიმე დღის წინ გვენეტაძემ თქვა: "როცა ამბობთ, რომ პროდუქტი გაძვირდა, არსებობს ისეთი პროდუქტიც, რომელიც გაიაფდა". 

კომენტარები