ინფექციური დაავადებები

ანტივაქცინაციის მოძრაობის გამო ევროპაში წითელასგან წელს 37 ადამიანი გარდაიცვალა

0 კომენტარი

ევროპაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ხდება. 2018 წლის პირველ ექვს თვეში, ამ იოლად პრევენცირებადი ვირუსული დაავადების 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 37 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა. ადამიანები წითელასგან კვდებიან, ხუთი ან ათი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო."- ამბობს იტალიის პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტო ვილანი. ამის მიზეზი უდავოდ აცრების სიხშირის შემცირებაა. ეპიდემიის პრევენციისთვის, მოსახლეობის სულ მცირე 95 პროცენტი უნდა იყოს აცრილი წითელას, ყბაყურას და წითურას აცრით. ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ მხოლოდ 70 %-ია აცრილი.

"ეს მთავარი ფაქტორია, რომელიც ეპიდემიას იწვევს. მიუღებელია 21 საუკუნეში გვქონდეს დაავადებები, რომელთა აღმოფხვრაც დიდი ხანია შესაძლებელია." - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი ანკა პადურარუ.

წითელას შემთხვევები უკვე ამერიკაშიც იმატებს. შარშან, მინესოტაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდი ეპიდემიური აფეთქება მოხდა, წელს კი წითელა ნიო-იორკშიც გავრცელდა. ამ მომენტში ეპიდემია ბრუკლინში მიმდინარეობს, სადაც გასულ კვირას ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.

შარშან, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეისწავლა წითელას მზარდი შემთხვევები აშშ-ში და აღმოაჩინა, რომ ახალი შემთხვევების 70% აუცრელ ბავშვებს ემართებათ. 

ანტი-ვაქცინაციის მოძრაობა ბოლო წლებში გაფართოვდა, ნაწილობრივ 1998 წელს გამოქვეყნებული და შემდეგ ამოღებული კვლევის გამო, რომელიც ექიმმა ენდრიუ ვეიკფილდმა გამოაქვეყნა. მისი კვლევა მიზანმიმართულად გაყალბებული იყო. შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს კავშირი. ამის მიუხედავად ბევრი მშობელი უარს ამბობს ბავშვის აცრაზე.

"რაც ხდება ევროპაში, ახლა ამერიკაშიც ხდება, ჯერჯერობით უფრო მცირე მასშტაბებში"- ამბობს ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი პიტერ ჰოტეზი. 

2014 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციის შესწორების მცდელობები გაცილებით ნაკლებად ეფექტურია, იმასთან შედარებით რასაც ანტივაქცინაციის მოძრაობის წევრები აკეთებენ - ინტერნეტში ანტიმეცნიერულ შეხედულებებს ავრცელებენ. ეს შეხედულებები სახიფათოა, რადგან თუ საზოგადოების ხუთი პროცენტი უარს იტყვის აცრაზე, ეს გაასამმაგებს წითელას შემთხვევებს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები