მსოფლიო

15 გრაფიკი და რუკა, რომელიც მოწმობს, რომ მსოფლიო უკეთესი ხდება

0 კომენტარი
ფოტო: www.vox.com

მსოფლიო მრავალი მიმართულებით ვითარდება, პროგრესი შესამჩნევია ეკონომიკური, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების კუთხით.

ნახეთ გრაფიკები და რუკები, რომლებიც განვითარებას ბოლო ორ საუკუნეში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვაჩვენებს

ეკონომიკური პროგრესი

 

1. შემცირდა უკიდურესი სიღარიბე

ლურჯი ხაზი-სუბ-საჰარული აფრიკა. ნარინჯისფერი ხაზი-სამხრეთ აზია. ნაცრისფერი ხაზი-მსოფლიო. მწვანე ხაზი-ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები. წითელი ხაზი-აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზი. ცისფერი ხაზი-ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.

 

ეკონომიკურმა ზრდამ ინდოეთსა და ჩინეთში, შედარებით ნელმა, მაგრამ მნიშვნელოვანმა ზრდამ განვითარებად ქვეყნებში შეამცირა იმ ადამიანების წილი მსოფლიო მოსახლეობაში, რომლებიც დღეში 1.90$-ზე ნაკლებად ცხოვრობენ. თუ მათი რიცხვი 1987 წელს 35%-ს უდრიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 11%-მდეა შემცირებული.

როგორც გრაფიკზე ხედავთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში სიღარიბე მსოფლიოს ყველა რეგიონში შემცირდა, მათ შორის სუბ-საჰარულ აფრიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

დამატებით სიღარიბის შემცირებაზე წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე.

 

2. შემცირდა შიმშილი 

ფოტო: International Food Policy Research Institute

ეს რუკა გვიჩვენებს საერთო შიმშილის ინდექსს 2000-2017 წლებში.

იმ ქვეყნებში, რომლებიც წითლადაა გაფერადებული, შიმშილი გაიზარდა. მუქ და ღია ნარინჯისფრადაა გაფერადებული ქვეყნები, რომლებშიც შიმშილი შემცირდა. მწვანედ გაფერადებულ ქვეყნებში შიმშილი ½-ით ან მეტით შემცირდა.  

როგორც რუკაზე ხედავთ, ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ღია და მუქ ნარინჯისფრადაა შეღებილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ბრაზილია, მწვანე ველში მოხვდნენ.

 

3. შემცირდა ბავშვთა შრომა

ფოტო: International Labor Organization
ბავშვთა ჩართულობა ბავშვთა შრომასა და რისკიან სამუშაოში. ნარინჯისფერი-ბავშვთა შრომა. მწვანე-სარისკო სამუშაო.

 

საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მიზანი, რომ 2016 წლისთვის მთლიანად აღმოფხვრილიყო ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმები, ჯერ ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, რუკაზე ვხედავთ პოზიტიურ ციფრებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ 2000-დან 2016 წლამდე ბავშვთა შრომა 16%-დან 9.6%-მდე შემცირდა, ხოლო მათი ჩართულობა რისკიან სამუშაოში 11.1%-დან 4.6%-მდე.

 

4. ადამიანებს განვითარებად ქვეყნებში მეტი დრო აქვთ გართობისთვის

კვირის სამუშაო საათები. ნარინჯისიფერი-შვეიცარია, მწვანე-იტალია, წითელი-ბელგია, ლურჯი-საფრანგეთი.

 

როგორც რუკაზე ხედავთ, ევროპის ქვეყნებში, მე-19 საუკუნესთან შედარებით, უკეთესი სამუშაო გრაფიკია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მეტი დრო რჩებათ გართობისთვის.

ჯანმრთელობა  

 

5. სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოში და რეგიონების მიხედვით 1770 წლიდან. ლურჯი-აფრიკა, შინდისფერი-აზია, მწვანე-ამერიკა, წითელი-ყოფილი საბჭოთა კავშირი, ცისფერი-მსოფლიო, ყვითელი-ევროპა, იასამნისფერი-წყნარი ოკეანის კუნძულები.

 

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ახალი ფენომენია. როგორც ქალების, ასევე მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წელზე მეტით გაიზარდა 1990-2016 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება რეგიონებს შორის ჯერ კიდევ არსებობს (სიცოცხლის ხანგრძლივობა აფრიკაში 16.3 წლით მოკლეა ევროპასთან შედარებით), ინტერვალი ნელ-ნელა მცირდება.

 

6. ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია

5 წლამდე ბავშვების, ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990-2017 წლებში. ცისფერი-5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ლურჯი-ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1-2 წლამდე ბავშვები), შავი ხაზი-ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი (დაბადებიდან 4 კვირამდე).

 

როგორც რუკაზე ხედავთ, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990 წლიდან ½-ით შემცირდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების მაგალითი - 1990 წელს, აფრიკაში 5 წლამდე ბავშვების 17% კვდებოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8%-ია.

მსოფლიოში მოსახლეობის სიდიდით მეორე ყველაზე დიდ ქვეყანაში, ინდოეთში დროის ამ მონაკვეთში ბავშვების სიკვდილიანობა 69%-ით შემცირდა. ჩინეთში, ყველაზე დიდი მოსახლეობის ქვეყანაში, 83%-ით.

 

7. სიკვდილიანობა მშობიარობის დროს უფრო იშვიათია

დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1990-2015 წლებში. ყვითელი-აფრიკა, მწვანე-სამხრეთ და აღმოსავლეთ აზია, ლურჯი-მსოფლიო, არქტიკული ლურჯი-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, წითელი-ამერიკა, ნარინჯისფერი-დასავლეთ წყნარი ოკეანე, ცისფერი-ევროპა.

 

WHO-ის მიხედვით, 1990-2015 წლებში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მშობიარობის დროს 43%-ით შემცირდა. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა აფრიკის ქვეყნებში.

 

8. საუკუნეების განმავლობაში იზრდება ადამიანების სიმაღლე

ფოტო: Our World in Data
მამაკაცების სიმაღლის ცვლილება 2000 წლის განმავლობაში.

 

ეკონომისტ გრეგორი კლარკის ეს გრაფიკი გვიჩვენებს, თუ როგორი განსხვავებაა 2000 წლის წინ აღმოჩენილი მამაკაცის ჩონჩხსა და თანამედროვე ამერიკელი და შვედი მამაკაცის სიმაღლეს შორის. თითქმის 2 ათასი წლის განმავლობაში მამაკაცების სიმაღლე სტაბილური იყო, განსაკუთრებული ცვლილებები ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ იწყება. ადამიანის სიმაღლეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საკვებსა და ზოგად საცხოვრებელ პირობებს ენიჭება.

 

9. მოწევა შემცირებულია

მოგიწევია თუ არა სიგარეტი გასულ კვირას? მწვანე ხაზი-დადებითი პასუხი.

 

ეს გრაფიკი გვაჩვენებს მწეველთა რაოდენობის შემცირებას აშშ-ში, 1950 წელს 50% პასუხობდა, რომ გასულ კვირას სიგარეტი მოეწია. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 16%-მდე შემცირდა. პროგრესი გაცილებით რთული აღმოჩნდა განვითარებად ქვეყნებში.

 

მშვიდობა და უსაფრთხოება

 

10. გრძელვადიან პერიოდში მკვლელობათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა

მკვლელობათა მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში 1300-2016. იასამნისფერი-ჰოლანდია და ბელგია, ნარინჯისფერი-სკანდინავია, მწვანე-იტალია, წითელი-გერმანია და შვეიცარია, ლურჯი-ინგლისი.

 

კრიმინოლოგისტ მანუელ ეისნერის კვლევა გვიჩვენებს, რომ მკვლელობათა რიცხვი ევროპულ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში მცირდება. ეისნერის შეფასებით, 1200-1300-იან წლებში, ევროპაში მკვლელობათა საშუალო მაჩვენებელი ყოველი 100,000-დან 32 იყო, 1900-იანებისთვის ეს მაჩვენებელი 100,000-დან 1.4-ია.

 

11. შემცირდა ბირთვული იარაღის მომარაგება

დათვლილი საერთო ბირთვული ქობინების ინვენტარი 1945-2018 წლებში. წითელი-რუსული მარაგი, ლურჯი-აშშ-ის მარაგი.

 

მსოფლიოს ბირთვული იარაღის მომარაგებამ პიკს 1986 წელს მიაღწია 70,300 ბირთვული ქობინით. მას შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-სა და რუსეთის ბირთვული მარაგები, რაც საერთო მაჩვენებელზეც აისახა.

ქობინი არის შეიარაღების ნაწილი, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილასაა განლაგებული და შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას და სხვა.
 
 

მთავრობა და სოციალური სერვისები

 

12. დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დემოკრატიაში

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის ქვეშ ცხოვრობენ 1816-2015 წლებში. 
იასამნისფერი-კოლონიაში მცხოვრები მოსახლეობა
წითელი - ავტოკრატიაში მცხოვრები მოსახლეობა
ნარინჯისფერი -  დახურული ანოკრატია. რეჟიმი, რომელიც ნაწილობრივ დემოკრატიულია და ნაწილობრივ ავტოკრატული. პოლიტიკური გარემო არასტაბილურია. ძალაუფლებისთვის შეჯიბრი შეუძლიათ მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებს.
ყვითელი- ღია ანოკრატია. შეჯიბრი შეუძლია ყველას.
მწვანე - მოსახლეობა, რომელიც დემოკრატიულ რეჟიმში ცხოვრობს.

 

1993 წლისთვის, ადამიანების უმრავლესობა ავტოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობდა. 1970-80-იან წლებში, ავტოკრატიულმა რეჟიმებმა მნიშვნელოვნად გადაუსწრეს დემოკრატიულ რეჟიმებს და მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ცხოვრობდა დემოკრატიულ ქვეყნებში.  

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, კომუნისტური დიქტატურა თითქმის მთლიანად გაქრა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დემოკრატიული სისტემებით შეიცვალა. დემოკრატიის მაჩვენებელი ასევე გააუმჯობესა რამდენიმე სამხედრო მთავრობისა და დიქტატურის დაცემამ სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში

 

13. მეტი ადამიანი დადის სკოლაში უფრო ხანგრძლივი პერიოდით

სკოლის ყველა საფეხურზე გატარებული წლების საშუალო რაოდენობა, 15-დან 64 წლამდე ადამიანებში. წითელი-აშშ, ცისფერი-სამხრეთ კორეა, იასამნისფერი-ჩინეთი, ნარინჯისფერი-ერაყი, მწვანე-ინდოეთი, შინდისფერი-ჰაიტი, ლურჯი-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

მსოფლიოში დღეს კვლავ ბევრი პრობლემაა სწავლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთ განვითარებად ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, სკოლაში გატარებული სწავლის წლების საშუალო რაოდენობა გაზრდილია.

 

14. წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი გაზრდილია

წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი 1475 წლიდან 2015 წლამდე. ნარინჯისფერი-საფრანგეთი. იასამნისფერი-გერმანია. ღია იასამნისფერი-იტალია. ცისფერი-ჰოლანდია. წითელი-შვედეთი. ღია მწვანე-გაერთიანებული სამეფო. ყვითელი-აშშ. მუქი მწვანე-არგენტინა. შინდისფერი-ბრაზილია. ლურჯი-მსოფლიო.

 

განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად იზრდება წერა-კითხვის ცოდნის დონეც. ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია წერა-კითხვის ცოდნაში რასობრივი განსხვავების შემცირების კუთხით. 1870 წელს, 14-დან ზემოთ წლამდე აფრო-ამერიკელების 79.9%-მა წერა-კითხვა არ იცოდა. 1952 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10.2%-მდე, ხოლო 1979 წლისთვის 1.6%-მდე დაეცა.

 

15. ინტერნეტთან წვდომა იზრდება 

ადამიანების წილი, რომლებიც ინტერნეტს იყენებდნენ 1990-2015 წლებში. წითელი-ჩრდ. ამერიკა. ცისფერი-ევროპა და ცენტრალური აზია. იასამნისფერი-ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები. ნარინჯისფერი-ახლო აღმოსავლეთი და ჩრდ.აფრიკა. მწვანე-მსოფლიო. შინდისფერი-სამხრეთ აზია. ლურჯი-სუბ-საჰარული აფრიკა.

 

ამ მომენტისთვის, ინტერნეტის გამოყენება ფაქტობრივად უნივერსალურია განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აქ ნაკლები წვდომა აქვთ ადამიანებს ინტერნეტთან, თუმცა მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით იზრდება.

 

 

 
 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები