მანჩესტერ იუნაიტედი

"მანჩესტერის" ფანებმა "ოლდ ტრაფორდთან" მოურინიოს გასაშვებად საარჩევნო ყუთი დადგეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებას ითხოვენ. იმის გასარკვევად, უნდა წავიდეს თუ არა პორტუგალიელი "იუნაიტედიდან", ფანებმა "ოლდ ტრაფორდთან" საარჩევნო ყუთები დადგეს და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

"ჟოზე მოურინიო დროულად უნდა წავიდეს და ზინედინ ზიდანი მოვიდეს! არ მესმის იმ ხალხის, ვინც წარუმატებლობას მოურინიოს გარდა ვინმეს აბრალებს", - განაცხადა გულშემატკივარმა, რომელსაც ფოტოზე წარწერიანი მაისური აცვია.

"არჩევნების" წინასწარი მონაცემებით, 55%-ს მოურინიოს გათავისუფლება სურს.

კომენტარები