აშშ-რუსეთი

ბოლტონი: რუსეთის პროტესტის მიუხედავად აშშ ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი და ჯონ ბოლტონი ფოტო: Reuters

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პროტესტისა, აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შეთანხმებას დატოვებს.

"საფრთხე აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვება არაა. საფრთხე რუსეთის მიერ უკვე განთავსებული რაკეტებია." თქვა ბოლტონმა.

ბოლტონის თქმით ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც ქმნიან.

შეხვედრაზე, რომელიც 90 წუთს გაგრძელდა ბოლტონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს მომდევნო თვეს პარიზში გამართავს.

"აშშ-ის გერბზე არწივია, რომელსაც 13 ისარი და ზეთისხილის რტო უჭირავს. ჩემი კითხვაა, თქვენმა არწივმა ზეთისხილი სულ ხომ არ შეჭამა და მხოლოდ ისრები დატოვა?" უთხრა პუტინმა ბოლტონს შეხვედრაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ზეთისხილი არ მოუტანია.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან 1987 წლის შეთანხმების დარღვევის მუხედავად მოკავშირეები ევროპის ტერიტორიაზე მეტი ბირთვული იარაღის განთავსებას არ აპირებენ.

მისი თქმით აშშ სრულად ასრულებს შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების პირობებს, თუმცა რუსეთის მიერ SSC-8 ტიპის რაკეტების შექმნა ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ეფექტური აღარაა.

"ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ აშშ სრულად ასრულებს პირობებს. პრობლემა, საფრთხე, გამოწვევა რუსეთის საქციელია." თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარ თქვის დასაწყისში NATO-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩინსონმა თქვა, რომ თუ რუსეთი აკრძალულ სარაკეტო სისტემებზე მუშაობას არ შეწყვეტს აშშ მათ მოძებნის და მანამდე გაანადგურებს, სანამ ოპერაციული გახდება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

"რუსეთის შეთანხმებას არ ასრულებს. სანამ გონს არ მოეგებიან, ჩვენ სხვებზე მეტი ფული გვაქვს, ჩვენ შევიარაღდებით." თქვა დონალდ ტრამპმა და შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მუქარა ვლადიმირ პუტინისაკენ მიმართული უპასუხა:

"ვიკენაც გსურთ, იმისკენ არის მიმართული. ეს მოიცავს ჩინეთსაც, რუსეთსაც და ნებისმიერს, ვისაც ამ თამაშის თამაში სურს. ამას ვერ გააკეთებთ. ამ თამაშს ვერ მეთამაშებით."

ჩინეთმა ხელშეკრულების დატოვების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები