თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 25 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორიონების და მორეტის II შესახვევის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები