სპინა ბიფიდა

ორ მუცლად მყოფ ბავშვს დიდ ბრიტანეთში სპინა ბიფიდას ოპერაცია ჩაუტარდა

ორ მუცლად მყოფ ბავშვს სპინა ბიფიდა-ს ოპერაცია University College Hospital-ში, ლონდონში ჩაუტარდა. დიდ ბრიტანეთში ასეთი ოპერაცია პირველად გაკეთდა. მასში მონაწილეობას 30 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი იღებდა. 

ბავშვებს სპინა ბიფიდა ჰქონდათ, რომლის დროსაც ზურგის ტვინი სწორად ვერ ვითარდება. 

ჩვეულებრივ, ასეთ დაავადებებს დაბადების შემდეგ მკურნალობენ, მაგრამ მკურნალობის ადრე დაწყება უფრო გრძელვადიანი ჯანმრთელობის გარანტიას იძლევა.

90 წუთის განმავლობაში ექიმებმა მოჭრეს საშვილოსნოს გამხსნელი და ბავშვების ხერხემალის მალები დააახლოვეს. 

პროცედურა სარისკოა, მან შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

"დედას წამლები მივეცით, რათა მოდუნებულიყო, მაგრამ რისკი ისევ არსებობს," თქვა UCL-ის პროფესორმა ენ დეივიდმა, რომელიც ოპერაციის დიდ ბრიტანეთში ჩატარებაზე 3 წელი მუშაობდა.

ბავშვების დედას ოპერაციის გაკეთება აშშ-ში, ბელგიასა ან შვეიცარიაში უწევდა.

"ფანტასტიკურია," - ამბობს პროფესორი დეივიდი, - "ქალებს აღარ მოუწევთ დიდი ბრიტანეთიდან ოპერაციის გამო გასვლა. შეუძლიათ მათ ოჯახებთან იყვნენ. ასე ხარჯებიც ნაკლებია."

საავადმყოფოს ცნობით, დედა და ბავშვები კარგად არიან. 

რა არის სპინა ბიფიდა?

მალის გახლეჩა ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიაა. უმეტესობა შემთხვევაში გახლეჩა გამოიხატება მალების რკალთა შუხორცებლობაში. არსებობს მალების დახურული (რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება) და ღია გახლეჩა. დახურული გახლეჩა განაპირობებს ნერვოლოგიულ დარღვევებს: ფეხების პარეზი მყესების რეფლექსის თანხლებით, მგრძნობელობის ფესვური დარღვევები, ტროფიკული და ვაზომოტორული სიმპტომები (წყლული, შეშუპებები, ადგილობრივი ჰიპერტრიქოზი, კანის ცვლილებები).

მალების ღია გახლეჩა ხერხემლის განვითარების დეფექტის შედარებით რთულ ხარისხს წარმოადგენს. ჩვეულებრივ ღია გახლეჩისას მალების არსებული გახლეჩილობიდან ამოიბურცება ზურგის ტვინისა და გარსის ნივთიერება.

კომენტარები