აფეთქება

ობამას, კლინტონს და CNN-ს ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს, მანამდე - ჯორჯ სოროსს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება. დაშავებული არავინაა, ასაფეთქებლები ფოსტის წინასწარი შემოწმებისას აღმოაჩინეს და ადრესატებამდე არ მისულა. გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღეს მსგავსი ამანათი CNN-ის ნიუ იორკის ოფისის საფოსტო ყუთშიც აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა პაკეტი დროულად ამოიღეს. არავინ დაშავებულა, თუმცა, შენობის ევაკუაცია მაინც მოხდა.

ორი დღით ადრე ბომბი იპოვეს ჯორჯ სოროსის ნიუ იორკის სახლის საფოსტო ყუთშიც.

კომენტარები