2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილი რუსეთის მიერ მისი ციტატების გამოყენებაზე: კონტექსტიდან ამოგლეჯილია

"რუსები ხმარობენ ამონარიდებს, როგორც ნაციონალური მოძრაობა ხმარობს ჩემს ამონარიდებს - კონტექსტიდან ამოგლეჯილს. თუ ვინმემ იცის, როგორ მუშაობს რუსეთი ამ სასამართლოებზე, ცოტა ძალიან ზედაპირულია იმის თქმა, რომ ჩემი ერთი წიგნიდან რაღაცა ანალიზების გამოტანით, ამაზე 2011 წელს წააგეთ ერთი სასამართლო," - ასე უპასუხა ხელისუფლების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საქართველოს კანდიდატის, დავით ბაქრაძის კითხვას გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მის სიტყვებზე დაყრდნობით რუსეთი დევნილებს არ აძლევს საშუალებას დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

ბაქრაძემ სტუდიაში  ამობეჭდილი მიიტანა გაეროს მართმლსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის შეტანილი შესაგებელი სარჩელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა, რასაც რუსეთის შესაგებელი სარჩელი მოყვა,სადაც   საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს.

ამ თემაზე წაიკითხეთ მეტი და იხილეთ ციტატები აქ.

კომენტარები