UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

სოლომონ კვირკველია ჩემპიონთა ლიგაში გააძევეს (VIDEO)

0 კომენტარი
ფოტო: Uefa.com

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სოლომონ კვირკველიას "ლოკომოტივი" "პორტუსთან" მატჩში 1:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 76-ე წუთზე შეცდომა დაუშვა და შემდეგ, "პორტუს" ნახევარმცველ ექტორ ერერაზე უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო.

"ჩვენი გუნდი "პორტუს" წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯა. საგოლე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ შანსები მეტოქემ ჩვენზე უკეთ გამოიყენა და თამაშიც მოიგო. სხვას ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მატჩის შემდეგ კვირკველიამ.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამივე მატჩი წააგო. დისკვალიფიკაციის გამო, კვირკველია "პორტუსთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები