ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებანი

ნაგინი, ლორდი ვოლდემორის გველი, სინამდვილეში თავადაც ჯადოქარია

Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილის "ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულებანი"-ს საბოლოო ტრეილერში, ჩანს, რომ ლორდი ვოლდემორის გველი და ჰოკრუქსი, სინამდვილეში თავადაც ჯადოქარია.

ტრეილერში ჩნდება ახალგაზრდა ჯადოქარი, რომელიც გამომწყვდეულია მაგიურ წრეში [გალიაში], მანამ, სანამ იგი გიგანტურ გველად გადაიქცევა - სწორედ ამ დროს ფილმის ერთერთი გმირი [Credence] დაიძახებს ჩვენთვის ნაცნობ სახელს - ნაგინი! [იხილეთ აღწერილი მომენტი ტრეილერიდან - 0:30]

 
Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილის პოსტერის დადებისთანავე გაჟღერებული პოტერჰედების თეორია გამართლდა - მსახიობ Claudia Kim-ი ნაგინის როლს შეასრულებდა. [დააკვირდით მის კაბას]


ფოტო: WARNER BROS.

Pottermore-ის ცნობით, Claudia Kim-ის პერსონაჟი უბრალო გველი კი არა "მალედიქტუსია" - ადამიანი, რომელიც დაბადებიდან დაწყევლილია, ეს წყევლა დედისგან გადაეცემათ ქალიშვილს. "მალედიქტუსი" ყოველთვის ქალია, სწორედ ეს თანდაყოლილი წყევლაა მათი მხეცად გადაქცევის პირობა.

ფანების დიდმა ინტერესმა ჯოან როულინგის ყურადღებაც მიიქცია. 

პოტერჰედის კითხვას, თუ რამდენი ხანი ინახავდა ნაგინის რეალურ ვინაობას საიდუმლოდ, როულინგმა უპასუხა - "დაახლოებით, სულ რაღაც 20 წელი."


ჰარი პოტერის პრიქველი კინოთეატრებში 2018 წლის 16 ნოემბერს გამოვა. მეორე ნაწილში, ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლს ჯუდ ლო ასრულებს. ამ პერიოდში ის ბნელი ჯადოქრის, გელერტ გრინდელვალდის თანამედროვეა - რომელსაც "ჯადოსნური ცხოველების" ჯონი დეპი თამაშობს.

კომენტარები