კორუფცია

დეპუტატის ცოლმა ზურაბიშვილს 50 000 შესწირა, მანამდე კი კომპანიის წილი მიიღო

ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა, ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50 000 შესწირა, მანამდე კი მესტიაში სასტუმროს წილი მიიღო. ინფორმაცია თავიდაპირველად გიგი უგულავამ გაავრცელა. 

ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა 2018 წლის 10 ოქტომბერს შესწირა. 


ხვისტანი ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლია. ნათია ხვისტანი შ.პ.ს All Seasons-ის 30%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში წილი მან 2018 წლის ივლისში მიიღო

2016 წლის ნოემბრის ჩათვლით შპს მხოლოდ გოგი გულორდავას ეკუთვნოდა. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2018 წლის იანვარში კომპანიის 50-50%-იან წილებს გოგი გულორდავა და შპს კაუკასიან ჰოსპიტალიტი გრუპ-ი ინაწილებდნენ. 

ახლა კი კომპანიის მფლობელები ასე არიან გადანაწილებულები: გოგი გულორდავა - 20% ; შპს კაუკასიან ჰოსპიტალიტი გრუპ - 20%; ოთარ ჩართოლანი - 30%; ნათია ხვისტანი - 30%; 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებით, შპს ოლსიზენს მესტიაში უძრავი ქონება გადასცა. აქ სასტუმრო უნდა განთავსებულიყო, საინვესტიციო ვალდებულება კი 2,7 მილიონ ლარს შეადგენდა. 

თუმცა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა. 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის განკარგულებით, კომპანიას დაკისრებული და შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება ხელახლა, 14 თვის ვადაში დაევალა, შეუსრულებელი პირობის პირგასამტეხლოსგან კი გათავისუფლდა. 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, შპს All Season-ს საინვესტიციო პირობის შესრულება 2017 წლის 22 ივნისამდე გაუგრძელდა. 

ამავე განკარგულებით, All season-ი გათავისუფლდა იმ პირგასამტეხლოსგანაც, რომელიც მას 2015 წლის 26 მარტის განკარგულებით შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაეკისრა. 

ორივე განკარგულებაში ეწერა, რომ შპს გათავისუფლებულია დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგანაც. 

2018 წლის 3 ივლისიდან შპს-ის 30%-იანი წილის მფლობელი ნათია ხვისტანი გახდა, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. 

სასტუმრო მესტიაში დასრულებული ჯერაც არ არის, ის არ ფუნქციონირებს.


ფოტო: ევროპული საქართველო

კომენტარები