BCG-ის კვლევა

BCG-ის კვლევა: 69%-ის აზრით, საქართველოში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com

კომპანია ბი-სი-ჯი-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18.1%-ის აზრით - სწორი მიმართულებით. კვლევაში მონაწილეთა 5.9% პასუხობს, რომ "არც ერთი", ხოლო 7%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.

ამასთან, 72.7% მიიჩნევს, რომ ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. 7.9%-ის აზრით - ხალხი, 4.9%-ის შეფასებით კი - "მთავრობა და ხალხი".

ევროპული საქართველოს დაკვეთით, ბი-სი-ჯი კვლევამ წინასაარჩევნო გამოკითხვა 20-24 ოქტომბერს ჩაატარა. რაოფენობრივი კვლევის მეთოდით, საქართველოს მასშტაბით 1508 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები