ცნობილი ადამიანები

ჯულია რობერტსი HOMECOMING-ის გადასაღებ მოედანზე სიკვდილს გადაარჩინეს

Variety.com

ჯულია რობერტსი Homecoming-ის გადასაღებ მოედანზე სიკვდილს მსახიობმა შია ვიგჰემმა გადაარჩინა.

"გითხრათ მან როგორც გადავარჩინე სიკვდილს?" - კითხა ჟურნალ Variety-ს შია ვიგჰემმა.

Homecoming-ის გადაღების პირველი დღე იყო, როდესაც ვიგჰემმა დაინახა, რომ ის მეტალის კონტსტრუქცია, რომელიც მათ მზისგან იცავდა, მოწყდა და ზუსტად იქ ეცემოდა, სადაც ჯულია რობერტსი იდგა.

"მეტალის კონსტრუციამ მის [ჯულია რობერტსის] თავზე დაიწყო ფრენა, მე მას მაშინ არ ვიცნობდი, თუმცა გადავხტი და ის ადგილიდან გავწიე, რაც ძალიან უცნაურად ჩანდა. ჯულია რობერტსი ვერაფერს ვერ მიხვდა, თუმცა შემდეგ დაინახა რომ მომწყდარი მეტალის კონსტრუქცია ძირს ეგდო", - თქვა შია ვიგჰემმა.

ინციდენტის შესახებ ისაუბრა ჯულია რობერტსმაც.

"მან ჩემი ცხოვრება გადაარჩინა. მე ვამბობ, რომ მან გადამარჩინა, თუმცა თუ ვინმე ამის შესახებ მკითხავს, ვეტყვი, რომ მან საავადმყოფოში მოხვედრისგან მიხსნა", - თქვა ჯულია რობერტსმა.

Homecoming 2018 წლის 2 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები