კრიმინალი

ძარცვა ოქროს ბირჟაზე - 45 399 ლარის სამკაულების გატაცებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Stringer / REUTERS

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დადგინდა, რომ ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, "ოქროს სავაჭრო ბირჟიდან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს კუთვნილ ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა 45 399 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

კომენტარები