შს მინისტრის მოადგილე მოზარდის სავარაუდო მკვლელობაზე: ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

www.radiotavisupleba.ge

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ გორში მოზარდის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: 

"მინდა ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის საყოველთაო ტრაგედია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის დადება. ამ ეტაპისთვის ვერსიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია, აბსოლუტურად დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს, შესაბამისად როგორც კი რამე იქნება ცნობილი გავაკეთებთ განცხადებას. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი,"

9 წლის გოგო, დღეს, რომელსაც გორში ოჯახი და პოლიცია ეძებდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გოგოსახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

კომენტარები