დაბადების დღის სიურპრიზი

ბავშვები სმენადაქვეითებულ დაცვის თანამშრომელს დაბადების დღეს სხეულის ენაზე ულოცავენ - VIDEO

ჯეიმსი ჰიკერსონის დაწყებით სკოლაში, ტულაჰომაში 15 წელია დაცვის თანამშრომლად მუშაობს. თავის 60 წლის დაბადების დღეზე მან საბავშვო ბაღის ბავშვებისგან სიურპრიზი მიიღო.

ჯეიმსი სმენადაქვეითებულია, საკლასო ოთახში შესვლისას მას ბავშვების ჯგუფმა დაბადების დღე სხეულის ენაზე მიულოცა.

სკოლამ თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ჯეიმსის ვიდეო, სადაც ის ემოციებსა და ცრემლებს ვერ იკავებს.

კომენტარები