წყალდიდობა

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში წყალდიდობის გამო 6 ადამიანი დაიღუპა

TASS

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში წყალდიდობის გამო 6 ადამიანი დაიღუპა. სოჭში, აპშერონსკსა და ტუაფსეში ძლიერი წვიმის შედეგად წყლის აწეული დონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

4 ადამიანი დაიღუპა აპშერონსკში, სადაც 2,000 სახლი დაიტბორა. ტუაფსეს მოსახლეობა წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

სოჭში წყალდიდობამ ხიდის ჩანგრევა გამოიწვია.

 

კომენტარები