ზაზა სარალიძის დაკავება

ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

ტაბულა

ზაზა სარალიძესთან ერთად დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს, ისინი პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას შეუერთდნენ. თავად სარალიძე კი კვლავ დაკავებულია.

"იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - აქციის მონაწილეები სარალიძის დადაკავებას აპროტესტებენ. აქციას ესწრება ზაზა სარალიძის დედაც.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

კომენტარები