გორში მოკლული ბავშვი

პატრიარქი მოკლული 8 წლის გოგოს ოჯახს: თქვენი შვილი ცოცხალია, სასუფეველშია

პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გორში მოკული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

"ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.

ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.

მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები