არჩევნები 2018

პატრიარქი: იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება

რუსთავი 2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა არჩევანი უკვე გააკეთა. ილია მეორე კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

"ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - თქვა ხმის მიცემის შემდეგ პატრიარქმა.

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები