არჩევნები 2018

აქტივობა 12:00 საათისთვის - 2018 - 15.95%; 2013 - 17.15%; 2017 - 16.5%

ცესკოს ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 15.95%-ია. ეს 558 755 ამომრჩეველია. 

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურის ოლქშია - 27.4%, ყველაზე დაბალი - ყაზბეგის ოლქში - 12%. 

შედარებისთვის: 

  • 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმავე დროისთვის, 12:00 საათისთვის აქტივობა 17.15% იყო - 606,710 ადამიანი. 
  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროისთვის - 16.5% - 567,699 ადამიანი. 

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები