სირია

ერდოღანმა, პუტინმა, მერკელმა და მაკრონმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

ვლადიმირ პუტინი, ანგელა მერკელი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ემანუელ მაკრონი
Reuters

სტამბოლში გამართულ სამიტზე თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებაზე და ახალი კონსტიტუციის შექმნაზე ისაუბრეს.

"პოლიტიკური პროცესების ბოლოს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, რომელზე წვდომაც ყველა სირიელს ექნება, მათ შორის დიასპორას." თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

"რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვან. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვიქნებით, რათა უზუნველვყოთ პირობების შესრულება და ცეცხლის შეწყვეტის სტაბილურობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი სირიის რეჟიმზე, რომელიც მათ უნდა უმადლოდეს გადარჩენას, ზეწოლას გააგრძელებს." თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი რეგიონი, იდლიბი პარასკევს შეთანხმების მიუხედავად დაიბომბა, რასაც სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ესმხვერპლა.

გასულ თვეს რუსეთი და თურქეთი 15-20 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით თურქეთი ვალდებულებებს ასრულებს და რუსეთი თანამშრომლობას გააგრძელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით საკონსტიტუციო კომიტეტი რაც შეიძლება მალე უნდა შეიქმნას. იანვარში რუსეთში გამართულ კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებით კომიტეტი, რომელიც სირიის კონსტიტუციას გადაწერს 150 წევრისაგან უნდა შედგებოდეს, რომლის მესამედი მთავრობის, მესამედი ოპოზიციის ხოლო დარჩენილი მესამედი გაეროს მიერ იქნება არჩეული.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დეტალებიც გაუზიარა.

კომენტარები