არჩევნები 2018

ვაშაძე: მასობრივად ცდილობენ, რომ ბიულეტენი გამოიტანონ და კარუსელი დაატრიალონ

„ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას 1000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ხმას რამდენიმე უბანზე აძლევენ.

"საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება მოსყიდვები. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, იმ რვეულების, ფურცლების, რომლებსაც ფაქტობრივად ვართმევთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები, ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან. იქ არიან მობილიზებული ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ხმებს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გვაქვს ფოტო-მასალა მეორე კატეგორიის დარღვევის საჯარო მოხელეები, მათი სიები და აღრიცხვები, პედაგოგი, დამლაგებლები, მეცნიერთანამშრომელი მათ ურეკავენ და თანხები აქვთ გადაცემული. ეს არის ძალიან საგანგაშო დანაშაული და მე მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგიკავშირდნენ თქვენ, საარჩევნო ყუთთან რომ შედიხართ, ხართ მარტო და გააკეთეთ თქვენი საკუთარი არჩევანი, ყველას უფლებას დავიცავთ, ყველა უბანზე არიან ჩვენი წარმომადგენლები, ძალიან გთხოვთ ამ ზეწოლას ნუ დაექვემდებარებით“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ შტაბში გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, საარჩევნი უბნებიდან ბიულეტენების დაკარგვის ფაქტებიც დაფიქსირდა.

"მასობრივად ხდება ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა, აორთქლება. გარეთ მდგომი ჩვენი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებთან მასიურად ართმევენ ბიულეტენებს ადამიანებს, რომლებიც ე.წ. კარუსელისთვის ემზადებიან",- ამბობს ვაშაძე. 

კომენტარები