არჩევნები 2018

ცესკო: ვვარაუდობთ, რომ პირველად წინასწარ შედეგებს 02:00 საათისთვის წარვადგენთ

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, 02:00 საათზე გამოქვეყნდება.

ამის შესახებ შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ისაუბრა.

"მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება თვითონ უბანზე, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი სპეციალურ პროგრამაში ატვირთავენ. ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე. დაახლოებით, ღამი 02:00 საათისთვის ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელი იქნება პირველადი წინასწარი მონაცემების მიწოდება საზოგადოებისთვის", - თქვა ანა მიქელაძემ.

ოქმების ნაწილი ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე უკვე აიტვირთა და კვლავ გრძელდება. მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს results.cec.gov.ge-ზე შეუძლია

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები