არჩევნები 2018

დათვლილია ხმების 14% - ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე - 37.9%, ბაქრაძე - 10.8%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 40.05% აქვს, ძალა ერთობაშია-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 37.93%, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 10.83%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი (4.16%), მას მოსდევენ გირჩის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე - 1.61%-ით და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 1.54%-ით.

ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 13.82% (512 უბანი).

კომენტარები