არჩევნები 2018

დათვლილია ხმების ნახევარი - სალომე ზურაბიშვილი - 38.82%, გრიგოლ ვაშაძე - 37.68%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების ნახევარი დათვალა - 3705 უბნიდან 1870. 

50%-ის დათვლის შემდეგ ხმები ასე გადანაწილდა: 

სალომე ზურაბიშვილი - 38.82%

გრიგოლ ვაშაძე - 37.68%

დავით ბაქრაძე - 10.26%

შალვა ნათელაშვილი - 4%

ზურაბ ჯაფარიძე - 2.43%

მიუხედავად იმისა, რომ ხმების ნახევარი ჯერაც დასათვლელია, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ის ქართული ოცნების მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, პირველ და მეორე ადგილებს კი სწორედ ისინი იყოფენ. 

2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ, ამასთან, გამონაკლისის სახით, 6 წლით. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და საპარლამენტო არჩევნებიც განახლებული სისტემით ჩატარდება, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომელთაგანაც 150 წევრი დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი - აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენელი. 

კომენტარები