არჩევნები 2018

დათვლილია ხმების 96%: ზურაბიშვილი - 38.62 %, ვაშაძე - 37.74%

0 კომენტარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 96.41% დათვალა. 3 572 უბნის მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,62% მიიღო, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 37.74%. ევროპული კანდიდატს დავით ბაქრაძეს ხმების 10.94% აქვს.

შედეგები ცხადყოფს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ის ქართული ოცნების მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, პირველ და მეორე ადგილებს კი სწორედ ისინი იყოფენ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.74% იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში (64.74%), ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში (36.47%). რაც შეეხება თბილისს, ამომრჩევლის აქტივობამ 45.4% შეადგინა.

2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ, ამასთან, გამონაკლისის სახით, 6 წლით. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და საპარლამენტო არჩევნებიც განახლებული სისტემით ჩატარდება, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომელთაგანაც 150 წევრი დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი - აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები