ავტოსაგზაო შემთხვევა

ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა მტკვარში გადავარდა

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა მტკვარში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები