ქართველი სამხედროები

"ძლიერთა თამაშებიდან" ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს, ავსტრალიაში, ქ.სიდნეიში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს და ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწია თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ "ძლიერთა თამაშებში" სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე. 

წელს "ძლიერთა თამაშებში" საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანაში, ქალაქ ტორონტოში გამართული "ძლიერთა თამაშების" ჩემპიონები გახდნენ. 

კომენტარები