არჩევნები 2018

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგს გამართავს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბრიფინგის თემა გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99,57% დათვალა. 3 678 უბნის მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,66% მიიღო, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 37.7%. ევროპული კანდიდატს დავით ბაქრაძეს ხმების 10.97% აქვს.

კომენტარები