ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის

თბილისის 26-ე სკოლაში მოზარდებმა იჩხუბეს

რუსთავი 2

​თბილისის 26-ე სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორმა მე-9 კლასელმა ბიჭმა საკლასო ოთახში იჩხუბა და შედეგად, ერთმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

მოზარდებს დაპირისპირების მიზეზი სკოლაში არ იციან.

"არაფერი ისეთი სერიოზული არ აქვს, ხელი გაარტყა. მეგობრები არიან თან, ისინი უცხოები არ არიან, ამხელა ქალი ტყუილს ხომ არ ვიკადრებ და არ გეტყვით", - ამბობს რუსთავი 2-თან სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები