აშშ

კლინტონი: 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მსურს, მაგრამ პრეზიდენტობა მინდა

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა შეკითხვაზე სურს თუ არა კვლავ იყაროს კენჭი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხა:

"არა. მაგრამ, პრეზიდენტობა მინდა. იმედი მაქვს, რომ 2021 წლის იანვარში ოვალურ ოფისში დემოკრატი იქნება. ძალია ბევრი სამუშაოა. ჩვენ ყველა დავაბნიეთ, მათ შორის საკუთარი თავები. დავაბნიეთ ჩვენი მეგობრები და მტრები, მათ წარმოდენა არ აქვთ რას წარმოადგენს აშშ, რისი გაკეთებაა ჩვენგან მოსალოდნელი, რა მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ძალიან მძიმე სამუშაოა და ამაზე ვერც ვიფიქრებ, სანამ ნოებრის შუალედური არჩევნები არ დასრულდება." თქვა ჰილარი კლინტონმა.

ჰილარი კლინტონმა და მისმა მეუღლემ, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოაცხადეს, რომ მომავალ წელს ტურს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 ქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დისკუსიებს ჩაატარებენ.

გასული წლის სექტემბერში ჰილარი კლინტონმა გამოუშვა წიგნი სათაურით "რა მოხდა", რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისის გამო.

კომენტარები