არჩევნები 2018

ზურაბიშვილს ამომრჩევლის 50%-ზე მეტმა 13 ოლქში დაუჭირა მხარი, 61 ოლქში - ოპოზიციას მეტი ხმა აქვს

facebook.com/pg/zourabichvilisalome

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მხარი მხოლოდ ცამეტ ოლქში დაუჭირა. ესენია: საჩხერე - 77.08%, ახალქალაქი - 59.46%, ბოლნისი - 59.18%, ლენტეხი - 57.53%, მესტია - 57.23%, ასპინძა - 56.86%, ყაზბეგი - 55.11%, წალკა - 54.58%, დედოფლისწყარო - 52.89%, ქედა - 50.61%, ონი - 50.4%, ბორჯომი - 50.16% და ამბროლაური - 50.12%. 

დარჩენილი 61 ოლქიდან 31-ში - "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დააგროვა უფრო მეტი ხმა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა. თუმცა, იმ 30 ოლქშიც, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა კონკურენტზე მეტი ხმა მიიღო, ოპოზიციის კანდიდატებს ჯამურად უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატმა ქვეყნის მასშტაბით 61 ოლქში ვერ დააგროვა 50%-იანი მხარდაჭერა.

რომელ ოლქში ხმების რამდენი პროცენტი მიიღო მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა

  1. მთაწმინდა - 37.62%;
  2. ვაკე - 37.14%;
  3. საბურთალო - 37.55%;
  4. ჩუღურეთი - 38.99%.
  5. დიდუბე - 38.56%.
  6. საგარეჯო - 40.27%;
  7. გურჯაანი - 39.78%;
  8. სიღნაღი - 39.95%;
  9. თიანეთი - 45.86%;
  10. მარნეული 47.79%;
  11. დმანისი - 48.43%;
  12. თეთრიწყარო - 48.6%;
  13. დუშეთი - 42.36%;
  14. ახალციხე - 45.59%;
  15. ადიგენი - 47.49%;
  16. ნინოწმინდა - 29.16%;
  17. ცაგერი - 47.42%;
  18. ხარაგაული 47.56%;
  19. თერჯოლა - 37.65%;
  20. ხონი - 42.13%;
  21. ჭიათურა - 43.63%;
  22. ვანი 46.66%;
  23. ოზურგეთი 44.21%;
  24. ლანჩხუთი - 47.13%;
  25. ჩოხატაური - 48.32%;
  26. აბაშა - 41.64%;
  27. ხობი - 43.93%;
  28. შუახევი - 47.04%;
  29. ხელვაჩაური - 40.51%;
  30. ხულო - 49.62%;
  31. ნაძალადევის ოლქი - 33.4% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 36.63%-ით);
  32. გლდანის ოლქი -  29.77% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 40.25%-ით);
  33. კრწანისის ოლქი - 37.12% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 38.27%-ით);
  34. ისნის ოლქი - 31.99% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 39.15%-ით);
  35. სამგორის ოლქი 29.9% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 41.95%-ით);
  36. ლაგოდეხი (33.59%), (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 45.04%-ით);
  37. ყვარელი - 40.46%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 44.03%-ით);
  38. თელავი - 32.79%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 50.12%-ით);
  39. ახმეტა - 33.25% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 45.99%-ით);
  40. რუსთავი - 24.33% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 47.13%-ით);
  41. გარდაბანი - 40.23%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე - 42.63%-ით);
  42. მცხეთა - 36.34% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე, 41.34%-ით);
  43. კასპი - 39.27%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 39.64%-ით);
  44. გორი - 34.61%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 45.5%-ით);
  45. ქარელი - 35.16%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 42%-ით);
  46. ხაშური - 33.13%, ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე (43.22%-ით);
  47. ზესტაფონი - 35.51%, (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 38.55%-ით);
  48. ბაღდათი - 37.89% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 38.33%-ით);
  49. სამტრედია - 37.45 (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 41.4%-ით);
  50. ტყიბული - 35.82% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 46.83%-ით);
  51. წყალტუბო 32.93% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 48.21%-ით);
  52. ქუთაისი - 28.7% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 47.03%-ით);
  53. სენაკი - 32.34% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 48.84%-ით);
  54. მარტვილი - 36.17% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 45.32%-ით);
  55. ზუგდიდი - 33.89% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 49.43%-ით);
  56. წალენჯიხა - 33.76% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 50.48%-ით);
  57. ჩხოროწყუ - 38.02% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 47.89%-ით);
  58. ფოთი - 34.11% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 39.82%);
  59. ბათუმი - 33.88% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 44.82%);
  60. ქობულეთი - 42.11 (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 42.69%);
  61. საზღვარგარეთი - 22.49% (ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე 52.27%-ით).

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველა უბნის შედეგები დღეს დილით გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 100% და დადგენილია, რომ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მასში მონაწილეობას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნებში 38.64% ანუ 615 433 ხმა მიიღო, ხოლო დანარჩენმა 24-მა კანდიდატმა ერთად - 977 173 ხმა.

კომენტარები