მოდა

ალესანდრო მიკელე - ხელოვანი მოდის ინდუსტრიაში

0 კომენტარი

3 წლის წინ გუჩის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე გახდა. ამ დროში იტალიელმა დიზაინერმა მოდაში ახალი, მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა და მოდა ახლებურად დაგვანახა. 

მისი ნამუშევრები მხოლოდ სამოსი არ არის, ის ხელოვნებაა, რომელიც ადამიანებს ამავდროულად ღირებულებებზე განსხვავებულ წარმოდგენებს უქმნის. 

სანამ გუჩის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე გახდებოდა, ამ ადგილს დიზაინერი ფრიდა ჯანნი იკავებდა, თუმცა, ის, ასევე გუჩის აღმასრულებელი დირექტორი კომპანია Kering-ის მფლობელმა, რომელიც, თავის მხრივ, გუჩის ფლობს, სამსახურიდან დაითხოვა. არა იმიტომ, რომ გაყიდვები ჩავარდა - ის კვლავინდებურად მაღალი იყო - გუჩის რამე განსაკუთრებული სჭირდებოდა. 

ფრანსუა ჰენრი პინომ გუჩის ხელძღვანელად მარიო ბიზარი დანიშნა და ფრიდა ჯანნის შემცვლელის პოვნა დაავალა. თავდაპირველად მიკელე სავარაუდო კანდიდატად არც განიხილებოდა, თუმცა, მასთან ბევრი საუბრის შემდეგ ბიზარიმ შანსი მისცა. 2015 წლის ზაფხულში მიკელემ პირველი კოლექცია წარადგინა. 

მოდის წრეებში ბევრი ამბობდა, რომ გუჩი "გაგიჟდა" და "მოკვდა", თუმცა, პინოც და ბიზარიც მიკელეს ნამუშევრებით აღფრთოვანებულები იყვნენ - მათ მოსწონდათ მიკელეს ინტუიცია და ხედვა, საკუთარი ჩვევები და ინტერესები სამოსით გამოეხატა. 

იმავე წელს ლალო მიკელემ ბრიტანეთის მოდის ჯილდო მიიღო. 

"ადამიანები ქმნიან დროს თუ დრო ქმნის ადამიანებს? ამ კითხვას რევოლუციონერები მუდმივად სვამდნენ. და რევოლუციაა, რასაც ალესანდრო მიკელე გუჩის ჰპირდება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები