წყალდიდობა ვენეციაში

ვენეციის დიდი ნაწილი დაიტბორა

Stefano Mazzola/Awakening/Getty Images

ვენეციის 3/4 დაიტბორა. მიზეზი ტალღებია, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ქარიშხალი და წყალდიდობა იტალიის სხვა ქალაქებშიც მოხდა. სტიქიას 4 ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

ვენეციაში წყალდიდობა სხვა დროსაც მომხდარა, თუმცა, აქ ახლა წინა წლებთან შედარებით რთული ვითარებაა. მსგავსი სტიქია ბოლოს 2008 წელს იყო. 

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუგნაროს თქმით, ქალაქი დატბორვას გადაურჩებოდა, წყლის შემაკავებელი წყალქვეშა ბარიერები დროულად რომ აგებულიყო - პროექტი, სახელწოდებით მოსე წლებია, დაგეგმილია, თუმცა, მისი განხორციელება, სავარაუდოდ, თანხების გაფლანგვის და კორუფციის გამო გადაიდო. 

კომენტარები