მადრიდის რეალი

მადრიდის "რეალმა" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაითხოვა

0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი ადასტურებს.

52 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "რეალმა" მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა (6 მოგება, 2 ფრე, 6 მარცხი). ლოპეტეგი მადრიდულ გრანდს სათავეში ივნისიდან ედგა. 

"რეალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს დროებით სანტიაგო სოლარი შეასრულებს. არგენტინელი აქამდე მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ფეხბურთელობისას კი, სწორედ "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავდა.

ამჟამად, "რეალი" ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები