კანონპროექტი მარიხუანის შესახებ

მეზვრიშვილი: კანონპროექტის მიზანია, მარიხუანის მოხმარებას და გავრცელებას ხელი შეუშალოს

შსს

დღეს, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის, მეორე მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიზანი მარიხუანის მოხმარების წახალისებისა და გავრცელებისთვის ხელის შეშლაა. 

"მიზანი ამ კანონპროექტის გახლავთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომელმაც პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დაუშვა, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი რეგულაციები-შეზღუდვები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს -აქამდე არ ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ იქნება დასჯადი",- ამბობს მეზვრიშვილი. 

მეზვრიშვილი ამბობს, რომ კულტივაციის თემაზე ამ ეტაპზე კანონპროექტი არ განიხილება. 

"თუ დაიწყებს პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას, ჩვენ ბუნებრივია" ამ პროცესებში 
ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება",- ამბობს მეზვრიშვილი. 

კომენტარები