8 წლის გოგოს მკვლელობა

9 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა 

qartli.ge

9 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, „დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და წარედგინა. დაემატა 141-ე მუხლი, ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“.

8 წლის გოგო გორში 25 ოქტომბერს, დღისით, გაუჩინარდა. მისი ცხედარი იმავე ღამეს მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. 

იაგო ნებიერიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2004 წელს მან 11 წლის ბიჭი გაიტაცა. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვი დღემდე გაუჩინარებულია. 

ჰქონდა სხვა ბრალიც. 

2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელით და 4 თვით პატიმრობა. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე.

2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით. იაგო ნებიერიძის საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე. კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია. პრეზიდენტმა გაითვალისწინა და შეიწყალა საპატიმრო სასჯელის ამოწურვიდან 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო. ნებიერიძემ საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. 

კომენტარები