არჩევნები 2018

გიგი უგულავა: განსხვავებების მიუხედავად უნდა გავერთიანდეთ შავი ჭირის თავიდან ასაცილებლად

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად ფუნამდენუტირ განსხვავებისა, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან და გრიგოლ ვაშაძესთან აქვთ, ისინი ერთიანდებიან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.  

"კარგად მესმის, რომ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ახსნა ჩვენი გადაწყვეტილების იმიტომ, რომ ბევრისთვის შესაძლოა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა იყოს მიუღებელი. აქაც მინდა ვიყო ძალიან ცხადი - გრიგოლ ვაშაძესთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევა და ასევე ხატოვნად ვიტყვი, პოლიტიკური ჯილეხის ანუ შავი ჭირის თავიდან ასაცილებლად, რასაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, ეს არის მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ჩვენ.

მეორე ტურამდე ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ არა განსხვავებებზე, არამედ რაც გვაქვს საერთო და საერთო არის ერთი რამ - არა სალომე ზურაბიშვილს. ჩვენი განსხვავებები ადგილზეა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი აბსოლუტურად არარელევანტურია იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა ის არჩევანი რა არჩევანიც გვაქვს, გააკეთა მკაფიო განაცხადი რომ არავის არ აპატიებს თავხედობას ხელისუფლებაში, არავის არ აპატიებს იმ წყევლას, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვია - ეს ჩვენ გავიარეთ ადრე 2012 წელს და ეს მომენტი დაუდგა ქართულ ოცნებას. ამით არის განპირობებული ჩვენი მხარდაჭერა ოპოზიციური კანდიდატის მიმართ.

ისევ ვიმეორებ, მიუხედავად შეფასებებესი, შეურაცხყოფებისა მათი მხრიდან, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულებისა ამ კანდიდატის მიმართ, სასწორზე დევს უფრო მაღალი ღირებულება ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელიც შეუძლებელია დაუკავშირდეს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ეს არის პირდაპირი მუქომედების ნაღმი ჩადებული ამ ქვეყნის ფუნდამენტში, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და გადაიყოლებს ქვეყანას, ამიტომ არის ყველა მინუს სალომე", - თქვა გიგი უგულავამ.

კომენტარები