თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 1 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად პროფილაქტიკურ და ქსელის გაუმჯობესების სამუშაოებს ასახელებს. 

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზრის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაინის, შავგულიძის, ქავთარაძის, ნადირაძის, იოსელიანის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, ყიფშიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები