ინგუშეთი

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სასაზღვრო ხელშეკრულება ჩეჩნეთთან უკანონოდ ცნო

სასაზღვრო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია
www.dw.com

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენა რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შეთანხმება “ინგუშეთის რესპუბლიკის რეფერენდუმზე დადასტურების გარეშე არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს სამთავრობო ორგანოებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, ორგანიზაციებისთვის და ინგუშეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის.”

26 სექტემბერს, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მმართველებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევრკუროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რესპუბლიკებს შორის საზღვრის დადგენის შესახებ. ჩეჩნეთმა მიიღო ინგუშეთის ნადტერნიკის ოლქის ნაწილი, ხოლო ინგუშეთმა - მალგობეკსკის რაიონის საზღვართან ტერიტორია. ამის შემდგომ ინგუშეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რადგან მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლებთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს. 4 ოქტომბერს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთავრებმა ხელი მოაწერს საზღვრის შესახებ კანონს, რომელიც რატიფიცირებული იქნა პარლამენტების მიერ.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იწყება. 1934 წელს, ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გაუქმდა და ჩეჩნეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალი ინგუშეთის რესპუბლიკის ფორმაციამ, დამოუკიდებელმა ჩეჩნეთისგან, სასაზღვრო კონფლიქტი კვლავ გააღვივა. კამათის საგანი სუნჟას და მალგობეკის ოლქები იყო, ორივე მათგანი ახლა ინგუშეთის კონტროლის ქვეშაა. 1993 წლის შემდეგ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, თუმცა სიტუაცია პუტინთან დაახლოებული რამზან კადიროვის ჩეჩნეთის ლიდერად დანიშვნის შემდეგ კვლავ დაიძაბა. 2005 წელს კადიროვმა განაცხადა -  “ ჩეჩენი ხალხი შეწუხებულია ჩვენი უძველესი ტერიტორიების საკითხით. ჩეჩნეთსა და მის მეზობელ რეგიონებში ცნობილი თუ სად იყო საზღვარი ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანებამდე და სად უნდა იყოს ეს საზღვარი სეპარაციის შემდგომ.” მას შემდეგ, რაც კადიროვი რესპუბლიკის მთავრად დაინიშნა, ინციდენტები ჩეჩნეთის სასაზღვრო ზოლთან გახშირდა.

ინგუში საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს რამზან კადიროვის გაზრდილი გავლენის გამო მათ ტერიტორიაზე. ინგუშეთმა უკვე გამოსცადა სისხლიანი ტერიტორიული კონფლიქტი ჩრდილოეთ ოსეთთან 1992 წელს. კადიროვი და იევკუროვი შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო საკითხი ფედერალურ დონეზე განიხილონ.

 

კომენტარები