კანიე უესტი

კანიე უესტი ამბობს, რომ პოლიტიკას სრულიად ჩამოშორდა

კანიე უესტმა თქვა, რომ ამიერიდან პოლიტიკისგან დისტანციას დაიჭერს.

კანიე უესტი ტვიტერზე წერს, რომ ის "იმ შეტყობინებების გასავრცელებლად გამოიყენებოდა, რომლისაც არ სწამდა."

კანიე აშშ-ს პრეზიდენტის ღია მხარდამჭერი იყო, ასევე ცნობილი კამპანია Blexit სწორედ მას უკავშირდება.

რეპერი ტვიტერზე წერს: "ახლა ფართოდ მაქვს თვალები გახელილი. პოლიტიკას თავს ვარიდებ და მთლიანად შემოქმედებაზე ვფოკუსირდები." 

როგორც ჩანს უესტი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკას.

მან ტვიტერზე თავის 28.7 მილიონ მიმდევარს უთხრა, რომ მხარს უჭერს სამუშაო ადგილების შექმნას და შესაძლებლობებს, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.

"მხარს ვუჭერ ციხის რეფორმებს, მხარს ვუჭერ საღი აზრის - იარაღის კანონებს, რომლებიც სამყაროს უფრო უსაფრთხოდ აქცევენ". 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ტვიტერს პოლიტიკური მოსაზრებების გამოსახატად იყენებს. 

კანიე ცოტა ხნის წინ კეპს ატარებდა, რომელზეც დონალდ ტრამპის სლოგანი "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" ეწერა."ზოგჯერ, როდესაც თეთრ ადამიანებთან ვსაუბრობ ისინი მეკითხებიან, როგორ მოგწონს ტრამპი? ის რასისტია. მაგრამ რასიზმს რომ შევეწუხებინე დიდი ხნის წინ გადავიდოდი ამერიკიდან,"- ამბობს ის 

ამ დრომდე კანიე დაუფარავად გამოხატავდა მხარდაჭერას ტრამპის მიმართ. რეპერი და პრეზიდენტი წარსულში არაერთხელ შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი და სასამართლო რეფორმა. 

თუმცა, სხვა ვარსკვლავები, მათ შორის სნუპ დოგი, T.I და ჯონ ლეჯენდი კანიე უესტს დონალდ ტრამპთან შეხვედრებისთვის მუდმივად აკრიტიკებდნენ. 

პოლიტიკისთვის თავის დანებების შესახებ უესტის ბოლო ტვიტი ასეთია:

"მე მჯერა სიყვარულის და თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, მშობლებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი შვილების ძალადობისა და ომისგან დასაცავად. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მათ, ვინც მიყვარს და საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს ჩემს ნამდვილ რწმენებსა და უკეთესი მსოფლიოს ჩემეულ ხედვას". 

კომენტარები