საქართველო-აშშ

საელჩო: სიცრუეა, თითქოს ბოლტონმა საქართველოს თავდაცვით შეიარაღებაზე შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ს საელჩო საქართველოში
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიცრუეს უწოდებს ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, "თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით". საელჩოს განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია.

"საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 

ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით" - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ "ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ მისცენ".

კომენტარები