საზოგადოებრივი მაუწყებელი

"სრული ტექნიკური გადაიარაღება" - "საზმაუ" 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხს აიღებს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 45 მილიონი ლარის ოდენობის სესხს აიღებს. GPB-ის ამაზე თანხმობა სამეურვეო საბჭომ უკვე მისცა. საზოგადოებრივი მაუწყებელი სესხს "სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის" აიღებს და მას ექვსი წლის განმავლობაში დაფარავს.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთერთი წევრის ქეთი მსხილაძის თქმით, მათი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მემორანდუმის გაფორმების უფლება აქვს, რაც სესხის აღების პირველი ეტაპია.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 58 500 000 ლარია. ეს თანხა 5 978 000-ით აღემატება 2018 წლის ბიუჯეტით GPB-ს დაფინანსებას - წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 52 522 000 ლარს შეადგენს. 

კომენტარები